წინამდებარე დოკუმენტი არის lagicctv.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ლაგის“ შორის.
შპს „ლაგი“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „lagicctv.ge“.
lagicctv.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და lagicctv.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდით სარგებლობით, მათ შორის რეგისტრაციით ან მოთხოვნის გაგზავნით, მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება lagicctv.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის ან თხოვნის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია lagicctv.ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით. lagicctv.ge-ს გუნდი მზად არის, მომხმარებელს კითხვებზე დეტალური პასუხი გასცეს.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
- lagicctv.ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ლაგი“, საიდენტიფიკაციო კოდი 236046211, რეგისტრირებული მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძალისი, მე-11 ქუჩა, N 28ა.
- მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს lagicctv.ge-ზე განთავსებული პროდუქციის ან მომსახურების შეძენა.
- მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
- მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
- პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
- მოთხოვნა – ვებგვერდის ფორმით (მაგალითად, ფასის მოთხოვნით) ან ტელეფონით გამოგზავნილი მომხმარებლის მიმართვა.
- რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა.
- ანგარიში – მომხმარებლის მიერ lagicctv.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი („ჩემი კაბინეტი“).
პროდუქციის ან მომსახურების შესაძენად რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. პირად ანგარიშში მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს თავის მოთხოვნებს, მხარდაჭერის მიმართვებს, ობიექტებს, გარანტიასა და დოკუმენტებს.
მომხმარებლის თითოეული შეკვეთა, რომელსაც ჩვენი მენეჯერი დაადასტურებს, წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან მომხმარებელი და შპს „ლაგი“. შეკვეთის დადასტურებისას მხარეები თანხმდებიან ნასყიდობის საგანზე, მის ღირებულებასა და მიწოდების ადგილზე.
რეგისტრაცია
ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
- სახელი
- ელექტრონული ფოსტა
- ტელეფონის ნომერი (არასავალდებულო)
- სისტემაში შესასვლელი პაროლი
რეგისტრაცია სრულდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ელ-ფოსტას დაადასტურებს მასზე გამოგზავნილი ბმულით.
რეგისტრაცია/ავტორიზაცია შესაძლებელია ვებგვერდის განყოფილებიდან „ჩემი კაბინეტი“.
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია ელექტრონული ფოსტითა და პაროლით, ასევე Google-ის ანგარიშით, თუ ეს შესაძლებლობა შესვლის გვერდზეა მოცემული.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
- იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
- არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას lagicctv.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
- არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისთვის;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
- არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
- არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა;
- დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს lagicctv.ge-ზე არსებული ინფორმაციის (ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრება) უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას lagicctv.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
- არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის lagicctv.ge-ს გამართულ ფუნქციონირებას;
- არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და lagicctv.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მოთხოვნის გაგზავნა და პროდუქციის შეძენა
lagicctv.ge-ზე პროდუქციის ფასი მოთხოვნით არის ხელმისაწვდომი. მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს და გვიგზავნის მოთხოვნას ვებგვერდის ფორმით ან გვირეკავს. მოთხოვნაში ის უთითებს საკონტაქტო მონაცემებს, ხოლო მიწოდების შემთხვევაში – მისამართს, სადაც სურს შენაძენის მიღება.
მენეჯერი სამუშაო საათებში დაუკავშირდება მომხმარებელს, ეტყვის ფასსა და მიწოდების ვადას, დაუდასტურებს შეკვეთას და შეუთანხმებს გადახდისა და მიწოდების დეტალებს.
შეკვეთის დადასტურებამდე მომხმარებელი ვალდებულია, გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართის ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება.
რეგისტრირებულ მომხმარებელს თავისი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ნახვა პირად ანგარიშში შეუძლია.
lagicctv.ge იტოვებს უფლებას, უარი თქვას მომხმარებლის შეკვეთაზე ან გააუქმოს იგი თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდეგ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები განთავსებულია დაბრუნების პირობების გვერდზე.
შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები განთავსებულია მიწოდების პირობების გვერდზე.
lagicctv.ge საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს, მიაწოდებს საკურიერო მომსახურების პარტნიორს.
კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის წესები განთავსებულია კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე.
ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
უნაღდო ანგარიშსწორება ხდება საბანკო გადარიცხვით, ჩვენი მენეჯერისგან მიღებული ინვოისის საფუძველზე, ან საბანკო ბარათით. გადახდის დეტალებს მენეჯერი მომხმარებელს შეკვეთის დადასტურებისას შეუთანხმებს. რეკვიზიტები განთავსებულია გადახდის გვერდზე.
ნაღდი ანგარიშსწორებისას გადახდა ხდება კურიერთან.
lagicctv.ge არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებს.
პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
თუ lagicctv.ge მიიჩნევს, რომ მომხმარებელმა დაარღვია წინამდებარე წესები და პირობები ან დარეგისტრირდა ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია, ცალმხრივად დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
lagicctv.ge შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანსა და მათ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
მომხმარებელი ვებგვერდით სარგებლობით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი, 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
lagicctv.ge არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება და რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
lagicctv.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისთვის ცნობილი გახდა მომხმარებლის ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია.
lagicctv.ge გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
სასამართლოს მიერ lagicctv.ge-ს პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში იგი შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.
კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისა ან/და შეფერხებისთვის, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნეს მესამე პირების – ინტერნეტპროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვათა – შეფერხებული მუშაობით.
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. lagicctv.ge მომხმარებელს არ გაუწევს ისეთ მომსახურებას, რომელიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის lagicctv.ge-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს lagicctv.ge-ს კანონით დაცულ ინტერესებს.
მარკეტინგი
სიახლეების გამოწერისას ან სხვა გზით თანხმობის გამოხატვისას მომხმარებელი თანხმდება, მიიღოს სარეკლამო და წამახალისებელი მასალები, ინფორმაცია მისთვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების შესახებ. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის ან საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს lagicctv.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.
საავტორო უფლებები
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულება ექსკლუზიურად ეკუთვნის lagicctv.ge-ს.
lagicctv.ge-ს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს შპს „ლაგის“ საკუთრებას.
lagicctv.ge-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება lagicctv.ge-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს lagicctv.ge-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს lagicctv.ge-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში lagicctv.ge უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება lagicctv.ge-სთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე; ზიანი შესაძლოა მოიცავდეს lagicctv.ge-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.
ვებგვერდზე პროდუქციის შეძენით მომხმარებელზე არანაირი საავტორო უფლება არ გადადის.
lagicctv.ge პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს, დაიცვას lagicctv.ge-ს საავტორო უფლებები.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა lagicctv.ge-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს lagicctv.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს, სანამ მომხმარებელი ვებგვერდით სარგებლობს, ხოლო რეგისტრირებული მომხმარებლისთვის – ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისთვის lagicctv.ge-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
მესამე მხარე
lagicctv.ge იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს lagicctv.ge-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, lagicctv.ge მომხმარებელს მოუწოდებს, გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, რომ დავის შემთხვევაში შეეცდებიან, წარმოშობილი უთანხმოება მოლაპარაკებით გადაწყვიტონ. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან, მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
ცვლილებები და დამატებები
lagicctv.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ lagicctv.ge მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.